loading
Loading

Nielsen Television

Audience Measurement is a unique TAM provider that dedicates 100% of its resources to the provision of independent, reliable and transparent audience measurement systems

სიახლეები და სტატიები

2014 და 2015 წლების იანვრის თვის რეიტინგების დინამიკა

03:46 PM - 6 February 2015




სატელევიზიო არხების აუდიტორია დინამიურ ცვლილებებს განიცდის. სტაბილური და დიდი არხებისთვისაც კი აუდიტორია ხან იმატებს, ხან იკლებს რაც განპირობებულია, როგორც თავად კონკრეტული არხის სატელევიზიო კონტენტით, აგრეთვე სხვა კონკურენტი არხების პროგრამირებით. ზოგადად კი აუდიტორიის საერთო საწყის პოტენციალს ჰქმნის არხების ხელმისაწვდომობის ფაქტორი, რაც ცალსახად ხელს უშლის ისეთი არხების აუდიტორიის სწრაფ ზრდას, რომლებიც ტრანსლირებენ მხოლოდ სხვადასხვა ტიპის საკაბელო ქსელში, რომელთა აუდიტორია შემოსაზღვრულია მომხმარებლების კონკრეტული რაოდენობით.

იმ ტექნიკური დაფარვის პირობებში რომლებითაც 2014 წლის იანვარში ოპერირებდნენ ქართული სატელევიზიო არხები ცვლილებები არ ყოფილა, უბრალოდ 2015 წლიდან გაზომვებში დაემატა 2 ახალი არხი: მარაო და პალიტრა. ასეთ პირობებში ყველაზე დიდი ზრდა 2014 წლის იანვრის შედეგებთან მიმართებაში ჰქონდა იმედს -1,17%-ით მოიმატა მისმა საშუალო რეიტინგმა 2015 წლის იანვარში. 0,85%-ით მოიმატა რუსთავი2-ის რეიტინგმა და ის კვლავ ლიდერია 2015 წლის იანვრის საშუალო რეიტინგით-5,40%. კომედი არხის რეიტინგმა მოიმატა 0,38%-ით, ხოლო კავკასიის რეიტინგმა-0,08%-ით. ტვ11-ის რეიტინგი გაორმაგდა და თუ 2014 წლის იანვრის საშუალო რეიტინგი შეადგენდა 0,11%-ს, 2015 წლის იანვარში 0,23% შეადგინა. თითქმის არ შეცვლილა 1 არხის, ტაბულას და ჯი-დი-ეს-ის შედეგები. კლება დაფიქსირდა მხოლოდ მაესტროზე, რომლის აუდიტორია მკვეთრად შემცირდა, კერძოდ, 2,35% საშუალო რეიტინგიდან დაეცა 0,7%-მდე. დეტალურად 2014 და 2015 წლების იანვრის თვეების შედეგების დინამიკა იხილეთ გრაფიკზე.