კვლევის პანელი
სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელის დინამიკა
2005 წელს როცა კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-მ დაიწყო სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა, კვლევის პანელი შეადგენდა 150 ოჯახს თბილისის მასშტაბით. იმავე წლის 1 ივლისიდან გაიზარდა კვლევის პანელის მოცულობა და გაფართოვდა საკვლევი არეალი. კვლევამ მოიცვა საქართველოს ქალაქები მოსახლეობით 45,000 და მეტი (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარდა). ამ გეორგრაფიულ არეალში კვლევისათვის შეირჩა 300 ოჯახი, მათგან 180 ოჯახი თბილისში, ხოლო 120 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).
2010 წლის ივლისიდან კვლავ გაფართოვდა საკვლევი არეალი და გაიზარდა კვლევის პანელის მოცულობა. კვლევა დაიწყო ქალაქებში მოსახლეობით 20,000 და მეტი. პანელი 330 ოჯახის მოცულობით გადანაწილდა თბილისში -190 ოჯახი და რეგიონალურ ქალაქებში 140 ოჯახი (ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, მარნეულში, თელავში, ხაშურში, სამრტერდიაში, ზესტაფონში და სენაკში). კვლევის შედეგებმა არ გამოავლინა ტელეაუდიტორიის ქცევის განსხვავებული თავისებურებები იმ ქალაქებთან მიმართებაში სადაც ცხოვრობს 45,000 და მეტი მოსახლე. შედეგად 2011 წლიდან სატელევიზიო ბაზრის ერთობლივი გადაწყვეტილებით საკვლევი არეალი დაუბრუნდა ძველ გეორგრაფიულ საზღვრებს.
2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის თებერვლამდე სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელი შედგებოდა 330 ოჯახისაგან, რომლებიც გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: 190 ოჯახი თბილისში, ხოლო 140 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში(ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).
2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელი შედგებოდა 355 ოჯახისაგან, მათგან 190 ოჯახი შერჩეული იყო თბილისში, ხოლო 165 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში(ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).
2016 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელი კვლავ გაიზარდა, უკვე 450 ოჯახამდე, რომლებიც გადანაწილებულია შემდეგნაირად: 200 ოჯახი თბილისში, ხოლო 250 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).
სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელისათვის გენერალური ერთობლიობა მოიცავს საქართველოს ქალაქების (საერთო მოსახლეობით 45,000 და მეტი) მოსახლეობას 4 წლის ასაკიდან, რომელნიც ცხოვრობენ საოჯახო მეურნეობაში და გააჩნიათ მინიმუმ 1 ტელევიზორი.